1.
პროექტის სახელწოდება: მათემატიკა
ჩვენს გარშემო.
2.
პროექტის მთავარი იდეა (თემა)1-2 წინადადებით: მოსწავლეები
იკვლევენ მათემატიკის როლს მოსწავლეთა და სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებაში.
3.
პროექტის აქტუალობა: მათემატიკის კავშირი სხვადასხვა მეცნიერებებთან.
4.
პროექტის მიზნები: მათემატიკის
გამოყენება
ზოგადად,
სხვადასხვა
პროფესიის
ადამიანთა ცხოვრებაში.(საქრთველოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული ძველი სიგრძისა და წონის ერთეულები, ფართობის გამოკვლევა, მოძიება და მათი დღევანდელ ერთეულებთან შედარება).
5.
მონაწილეთა ასაკი: 12-16 წლის მოსწავლეები .
6.
ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 თვე.
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები ისწავლიან ინტერვიუს აღებას, შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს. ისწავლიან
ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. პროდუქტები: პრეზენტაცია, ფოტოალბომი, ფოტოების გამოფენა,
დიაგრამების, ცხრილების აგება, ბლოგები
შექმნილი მასალის მიხედვით.
8.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:(ინტერნეტი,
პრესა, ინტერვიუები, წიგნები).
9.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივები)სტატისტიკის განხორციელება
კლასში: დიაგრამების აგება, მასალების მოძიება ინტერნეტის გამოყენებით, ინტერვიუს აღების
მეთოდით საკითხში ჩაღრმავება, დისკუსიის გამართვა, ბლოგების შექმნა.:
10. საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ა)მშობლიური ენისა და ლიტერატურის როლი, მისი ცოდნის აუცილებლობა მოსწავლის მიერ სხვადასხვა პროფესიის ადამიანისაგან ინტერვიუს წერისას.
ბ)ისტორია - გაეცნობიან ძველად ხალხს რა კავშირი ჰქონდათ მათემატიკასთან და მათემატიკის როლს ისტორიული მოვლენების განვითარებაში.
გ)გეოგრაფია
- სხვადასხვა კუთხის
და სხავდასხვა ქვეყნის ხალხის
საზომი ერთეულების გამოკვლევა.
დ)უცხო ენა
- ინფორმაციის ინტერნეტში მოძიება და
გადათარგმნა.
ე)
ისტ - განხორციელება ხდება
ინფორმაციულ-ტექნოლოგიების გამოყენებით.
11. პროექტის
ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ლელა მჭედლიშვილი
12. ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა: lela.mchedliShvili.83@gmail.com
13. პროექტის
ვებ-გვერდი/ბლოგი: