Tuesday, March 22, 2016

მათემატიკა ჩვენს გარშემო

1.      პროექტის სახელწოდება:  მათემატიკა ჩვენს გარშემო.
2.      პროექტის მთავარი იდეა (თემა)1-2 წინადადებით: მოსწავლეები იკვლევენ მათემატიკის როლს მოსწავლეთა და სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებაში.
3.      პროექტის აქტუალობა: მათემატიკის კავშირი   სხვადასხვა მეცნიერებებთან.
4.      პროექტის  მიზნები: მათემატიკის გამოყენება ზოგადად, სხვადასხვა პროფესიის ადამინთა ცხოვრებაში.(საქრთველოს სხვადასხვა კუთხეებში არსებული ძველი სიგრძისა და წონის ერთეულები, ფართობის გამოკვლევა, მოძიება და მათი დღევანდელ ერთეულებთან შედარება).
5.      მონაწილეთა ასაკი: 12-16  წლის მოსწავლეები .
6.      ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 თვე.
7.      მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან ინტერვიუს აღებას, შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. პროდუქტები: პრეზენტაცია, ფოტოალბომი,  ფოტოების გამოფენა, დიაგრამების, ცხრილების  აგება, ბლოგები შექმნილი მასალის მიხედვით.
8.      პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:(ინტერნეტი, პრესა, ინტერვიუები, წიგნები).
9.      პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივები)სტატისტიკის განხორციელება კლასში: დიაგრამების აგება, მასალების მოძიება ინტერნეტის გამოყენებით, ინტერვიუს აღების მეთოდით საკითხში ჩაღრმავება, დისკუსიის გამართვა, ბლოგების შექმნა.:
10.   საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ა)მშობლიური ენისა და ლიტერატურის როლი, მისი ცოდნის აუცილებლობა მოსწავლის მიერ სხვადასხვა პროფესიის ადამიანისაგან ინტერვიუს წერისას.
ბ)ისტორია - გაეცნობიან ძველად ხალხს რა კავშირი ჰქონდათ მათემატიკასთან და მათემატიკის როლს ისტორიული მოვლენების განვითარებაში.
გ)გეოგრაფია - სხვადასხვა კუთხის და სხავდასხვა ქვეყნის ხალხის საზომი ერთეულების გამოკვლევა.
დ)უცხო ენა - ინფორმაციის ინტერნეტში მოძიება და გადათარგმნა.
ე) ისტ - განხორციელება ხდება ინფორმაციულ-ტექნოლოგიების გამოყენებით.
11.  პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ლელა მჭედლიშვილი
12.  ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lela.mchedliShvili.83@gmail.com

13.  პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

No comments:

Post a Comment